Saturday, July 3, 2021

ბატონ ელგუჯა ციგროშვილს ექსპრომტად

მიყვარს  ლაღი სტრიქონები თქვენი "ღვრია" ლექსის, 
რომ არ ყვირის, არ ხმაურობს, გულს მაინც რომ ესმის
და ის ქალი, აფროდიტა, ტყვედქმნილი თქვენს  თვალში,
დღესაც ისევ, წლების მერე ჩაგდგომიათ კვალში.
თქვენ მიყვახართ, კიბორჩხალა, ვითომ ასე მორცხვი,
ადამი ხართ, ცდუნებული, ვერ გიწოდებთ მორჩილს,
გადაკარგულს ცხრა მთას იქით, მაინც ბევრი გეტრფით,
თქვენი ხიბლი და მთავარი კოზირია ლექსი.


.

No comments:

Post a Comment