როგორ მიყვარხართ, ნეტავ იცოდეთ,
როგორ მტეხს გული, ვათენებ ღამეს,
ვეღარ დავკრიფე ლურჯი იები,
თქვენს სულში ასე უღვთოდ რომ ყვავის.
კლდეებს დავლაშქრავ თქვენკენ მომავალს,
მასზედ დავამჩნევ ცრემლების ღვარებს,
თუ შემიფარეთ, თუ დამიძახეთ,
თუ შემიყვარეთ თუნდაც ერთ ღამეს.
No comments:
Post a Comment