მოდის ქალი ბროწეული,
ნაზად უთრთის ლაღი მკერდი,
მოდის ქალი ნატალია,
ქვეყნად არის მხოლოდ ერთი.
მზემ ლოყები შეუფაკლა,
ვარდები თუ ატმებია,
ტუჩ-კბილი ძოწ-მარგალიტი,
კანი მისი ხავერდია.
მოდის ქალი ნატალია,
ნეტავ თუ ჰყავს ორეული,
ხელს ჩავკიდებ აქეთ-იქით,
აღარ ვივლი მე ეული,
მოდის ქალი ნატალია,
თავანკარა ლაღი წყარო,
ღმერთმა მისცეს დიდი დღე,
რომ მისი ცქერით გავიხარო.
No comments:
Post a Comment