გული არ ცხრება, ბობოქრობს და ზღვაებრ თავნებობს,
დაემშვიდობოს უნდა ჩქარა ნაპირებს ბაცებს,
სად ხართ, მიჯნურნო, თქვენმა გულმაც დაე, იღელვოს,
თუნდაც ცხოვრების სწორ ბილიკებს ხანდახან ასცდეთ.
მაგრამ ეგეთ გულს ვცემ მე პატივს, ეგეთი მიყვარს,
ზოგჯერ გონებას აღარ ძალუძს იღონოს რამე,
სიყვარულისთვის გაცემული ათასი ვარდი
ნუთუ არ სჯობნის ოქრო-ვერცხლს და მლიქვნელთა პატივს?!
მოდით, შევკრიბოთ ყვავილები ბულბულთა ბაღის,
ავავსოთ სახლის აივნები იით და ვარდით
და სიყვარულის შევსვათ ერთად ჩვენ სადღეგრძელო.
No comments:
Post a Comment