Monday, July 5, 2021

მინდა გიყვარდე (სატრფიალო)

მინდა გიყვარდე, როგორც არასდროს არავის არვინ, 
რომ გამინელდეს ის ტკივილი, რომ მდევს მარადის,
ჩამიკრა მკერდში ისე ფრთხილად, ისე სათუთად, 
როგორც ტუჩები ეწაფება მწიფე ალუბალს.
დამშანთო გრძნობით, ჯერართქმულით, ჯერარნახულით,
დამკოცნო, როგორც მიწას უვლის წვიმა შხაპუნა,
საფარი იყოს ჩემთვის ცა და შენთვის ხმელეთი
და ჩვენი გრძნობით სამყაროსაც გადავედებით.
გიყვარდე მინდა, შენი ტუჩის ვიგრძნო ნექტარი,
მე კვიცი ვიყო, ჯერაც ანცი, გაუხედნავი,
შენ კი მხედარი, დამლაშქრავი ლურჯი ოცნების,
რატომ მიყვარხარ, მეც არ ვიცი და მეოცები..




No comments:

Post a Comment