Friday, May 5, 2023

 ფერი დააკლდა თითქოს პალიტრას,

შენი თვალების აღარ ჩანს ლურჯი

და ტილოებიც თითქოს ატირდა,

როცა დააკლდა მონასმი ფუნჯის.

ისროდა შხეფებს წვიმა დილიდან,

ვიჯექი სკამზე ქვასავით მუნჯი,

არა ჰყოფნიდა მხოლოდ სიცილად 

ჩემი დარდები მათხოვარს ქუჩის.

როგორც ნაერთი ბმა იონურის,

არამეტალის და ბრმა  მეტალის,

არარა იყო აქ ხელოვნური,

ბოძს მიკრობოდა, როგორც მედალი.

ელვას გაეპო იმისთვის მკერდი,

ხელნი ჯვარივით ბოძზე დაეწყო,

გარეთ ისმოდა ოპერა ვერდის,

და ლურჯი ფერით სული ამევსო..







No comments:

Post a Comment