Tuesday, May 23, 2023

სიმღერა (სახუმარო)

სიმღერა (სახუმარო)
არ გიყვარვარ?! ეგრეცა თქვი,
რაზედ მაძლევ იმედებს,
საწვალებელად თავის პირმშოს,
ძაღლიც არ გაიმეტებს.
ღმერთმანი გზა დამიბნელდა,
აღარც კვარი ანთია,
როგორც ადრე, ახლაც მთვარე,
ჩემი მეგობარია.
ვხედავ ვარდიც აყვავილდა,
იასამნის ტოტებიც,
აგერ ბრწყინავს ნაზი იაც,
ყვავილობენ სოსნები.
მე ბილიკებს მივუყვები,
ამ ბუნების მგოსანი,
შევერწყმები ცას და მიწას,
ლოცვებით და ოსანით.
არ გიყვარვარ?! სულის ტევრში,
ვიცი, გზა ამერია,
მე ერთი ვარ, შენნაირი,
იცოდე რომ ბევრია.
ღმერთო სულის ლხენა მომეც,
გუნდრუკი რომ ეკმია,
გამინათე ის ბილიკი,
მე რომ გზა ამერია.
მაია დიაკონიძე
23.05.2023 წელი










.




No comments:

Post a Comment