Friday, May 5, 2023

მარი ჟღენტის ლექსის კომნტარად

ჩუმად გეტყვით საიდუმლოს
(საკვირაო ხუმრობა-პასუხი მათ,
ვინც მეკითხება: ადამზე ხშირად რად წერო?)
********************************************
ახლა მკითხეს: რატომ წერო,
ყელზე გადგას ბრაზის ნერჩი?
- რატომ გინდათ გამაჩეროთ?
დაბადებით... ადამს ვერჩი.
- სულ ადამზე რატომ გვეტყვი?
გადადიხარ კალმით ყირას...
- იმიტომ რომ, მაგის ნეკნი
გულის კოვზთან გამეჩხირა.
ათასი წლის ფიქრის შლილით
ვერ ვინელებ ბოღმას ჯერაც,
ეგ არ იყო პირველშვილი,
მამას რომ არ დაუჯერა?!
რა აზრი აქვს ახლა ბჭობას?
თუნდაც დავწვა ლექსის ჩვრები,
რადგან ვიცნობ მის „ბიჭობას“,
ევა ვარ და... ევად ვრჩები!
შემცივდა და... თვით ჩავიცვი
ფეხთ ბალახი, ტანზე ია,
მაინც მასზე - კარგად ვიცი, -
ძვირფასი ვინ გამაჩნია?!
ევად ვრჩები - ამ გულს გავშლი -
რაც უნდა ვთქვა, ევა ვარ და...
მ-ზეს - სამოთხე!
ადამს - „ვაშლი“!
მე? -
ადამი შემიყვარდა!
*************************
მარი ჟღენტი

05.05.2023

ჩემი კომენტარი: 

სულში მაინც ადამს ვეტრფით, 

რაც არ უნდა გვქონდეს ცილი,

და იმ ვაშლის ერთი კბეჩით,

კი დაგვადგა გასაჭირი.

ერთი იყო, ერთადერთი,

ჩვენც მოცილე არა გვყავდა,

მერე ადამს, ჩვენდა ჭირად, ~

სულ სხვა ვინმე შეუყვარდა.

იმ სამოთხეს კი მივტირი,

შევიკაზმე თუმცა თვითონ,

სამოთხეში დაგვაბრუნონ, 

ღმერთისაგან ამას ვითხოვ.

,


No comments:

Post a Comment