Sunday, May 7, 2023

რომ გყვარებოდი, ავტ. მანანა ჩიტიშვილი

 რომ გყვარებოდი

დღენი არ მქონია შაქარ-ყანდის,
ავად ვარ,
ვინ იცის,თუ რა სენით...
რატომ, ან რის გამო
არ გიყვარდი,
აქამდე
ვერა და ვერ ავხსენი.
შხამს ვსვამდი
თასით,თუ ბოკალიდან,
ქარიშხლის ვუსმენდი
შმაგ არიებს,
ასე უღვთოდ როგორ
მომკალი და
ასე რანაირად გადამრიე.
გრძნობა,
გულისგულში მიმალული,
მზეც იყო, ლენცოფაც და იოდი...
ისე გაგიმხილე სიყვარული,
თითქოს ეშაფოტზე ავდიოდი.
დრომ ვერ შემაჩვია ცდას და ლოდინს,
სული სანთელივით მიქრებოდა...
თუმცა შენ რომ მაშინ გყვარებოდი,
აღარც ეს ლექსები
იქნებოდა.








All reacti

No comments:

Post a Comment