შენ წინ წახვედი, მე დავრჩი უკან,
არც მოიხედე, ისე დამტოვე,
მოვედი წვიმად, თოვლად და ბუქად,
რომ აღარ გეგრძნო შენ სიმარტოვე.
სახეზე, ხელზე დაგადნებოდი,
როგორც უცხო და ნაზი ყვავილი,
აღარაფერი იყო ჩვენ შორის,
იკარგებოდა დრო და მანძილი.
შენ გაოცებით შემომცქეროდი,
სულს მიბერავდი, გინდოდა კოცნა,
ვიცი, რომ მუდამ მე ერთს მელოდი...
ვეღარ შევძელი, ძვირფასო, მოსვლა.
No comments:
Post a Comment