შორი ხარ, ვიცი, ძალიან შორი,
და შენი მზერა მევლება მაინც,
შენ აგარჩიე ვარსკვლავბს შორის,
თვალები გქონდა ვეება საცრის.
ღამეა, შენი იმატებს შუქი,
მელაციცება სახეზე, თავზე,
მზედ თუ ვერ მოხვალ ჩემამდე თუკი,
მაშინ რატომღა მიყვარხარ ასე.
No comments:
Post a Comment