კვლავ შეერია ეს ღამე ლანდებს
და დილის სხივი ისევ მიღიმის,
მაგრამ რა ვუყო ამ გულის დარდებს,
ფერი დაედოთ ყურძნის სიმწიფის.
არ მეგონა თუ დარდიც ბერდება,
და შემოდგომის სურნელი ასდის,
.ადამის, ევას ცოდვა ედება,
და საფლავშიაც ამ ცოდვით ჩადის
No comments:
Post a Comment