ხანდახან ყველას გვიკეთია უცხო ნიღაბი,
ბედისწერის და ამ ცხოვრების მიგრძვნია რყევა
და ვინაც უნდა ამომეცნო, ვეღარ ვიცანი.
ვცდილობ ვიცინო, არ მოვდრიკო ეშმას წინ მუხლი,
ხან ნაცარს მაყრის, ხანაც მაწვდის შხამის ფიალას,
მაგრამ არ მინდა, თავი მივცე სევდას და წუხილს
და როცა ვტირი, ვიშველიებ ღიმილს ნიღაბად/
No comments:
Post a Comment