გილოცავ ძია დაბადებინ 70 წლის იუბილეს ზეციურ საუფლოში, დაგიმკვიდროს უფალმა განსასვენებელი მართალთა თანა, სადაცა მართალნი განისვენებენ - მეგობრისგან!
ელგუჯა ციგროშვილი ზაური კანაშვილის ხსოვნას!
გაუმაძღარი იყავი სიცოცხლით, სიყვარულითა,
გიყვარდა შენი მამული, შენი ალალი გულითა.
თუკი ვინმესთან გქონია შეთქმული, ან დანაპირი,
აროდეს დაგირღვევია, ჭირი გქონოდა ცხრაპირი.
მაშ ეხლა რად გვიღალატე?! პირი გვიტეხე-რა პირი...
შენი უდროოდ წასვლითა მომტეხე სულის ნაპირი.
კვლავ ცხადად მესმის შენი ხმა, ვხედავ შენ მიხვრა-მოხვრასა,
შე მართლა ღიმილის ბიჭო რად შეგვატოვე ოხვრასა.
ორი ეთერის შვილ იყავ, ძმა იყავ სამი დისთვინა,
თვალზე ცრემ-შეუშრობელნი ბიჭო დაგვტოვე რისთვინა...?!
No comments:
Post a Comment