Tuesday, September 6, 2022

ჩემს დობილ ქეთოს /ფშაურ კილოზე/, გელა ციგროშვილი, ელგუჯა ციგროშვილი სურათის კომენტარად ქეთის და გელას

ჩემს დობილ ქეთოს
/ფშაურ კილოზე/
არ ისვენებს ჩვენი ქეთო,
ეძებს ახალ ხათაბალებს..
აჟუჟუნებს მიამიტად,
ულამაზეს მწვანე თვალებს..
ნეტავი რა ჩაიფიქრა,
ამ ცხოველებს რად აწვალებს?!
ამათ გაშველებაშია,
გზა÷და გზა შლის სისხლის კვალებს,
მერე უკვირს,რატომ ასობს,
ძაღლი კბილებს,კატა ბრჭყალებს..
ეს დღე ელის,ვინც ორივეს
ერთად ყოფნას დააძალებს..
P.S.ღმერთო ეს როგორ გამოგრჩა,
ჭკვას რომ ურიგებდი ქალებს?!
გელა ციგროშვილი
06.09.2022წელი

ელგუჯა ციგროშვილი სურათის კომენტარად
ქეთის და გელას :
1 . ,, სამართალმა პური ჭამა" ,
დანაყრდა და აღარ შია ...
ქეთის მკლავზე რომ უკბინა ,
იმ ძაღლს ვხედავ , საკანშია .
2 . ქეთი როა ,,პაემანზე ",
არ ვუჯერებ ყურებს , თვალებს ,
ვერ ვივიწყებ მაგის მკლავზე ძაღლის მოზრდილ ნაკბილარებს.
3 . ნაღდი ,, დედა ტერეზაა ,"~
ნუ ,,ამიგდებთ სიტყვას ბანზე",
ძაღლის ,,მოსანახულებლად",
კატით დადის ,,პაემანზე"!
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი . 6.09.2022 წელი

პასუხად გუჯას
ქეთის იცავს ,,სუპერ ფისო",
ნუ იღიმი მაგის ტანზე..
კოტრიალობს ნებიერად,
ბალიშებზე უწევს ბანზე..
ფოცხვერივით საშიშია,
გეგონება ვეფხვის ჯანზე..
ბალანიც კი არ ამოდის,
მაგის ნაკაწრ--ნაკბილარზე..
კიპრზე ძაღლებს ბნედა დასცა,
ვეღარ ჰყეფენ თავის ჭჯვაზე..
სათითაოდ მიამკვდარა,
თუ სად გადაუდგნენ გზაზე..
კაცებს ცალკე ეშინიათ,
ამ ნადირის დანახვაზე..
ე მაგ ძაღლასაც დინგს მააჭამს,
რო გამოვა ,,სვაბოდაზე^
გელა ციგროშვილი


 

No comments:

Post a Comment