Tuesday, September 6, 2022

შენ მოგწონს ჩემი მწვანე კაბა

 შენ მოგწონს ჩემი მწვანე კაბა და მწვანე მძივი,

მეუბნები, რომ ერთადერთი ვარ, არავის ვგავარ,

მაგრამ რა ვუყო ამ ჩემს ტკივილს და მაგ შენს ღიმილს,

ახლოს არ მყავხარ!

შენ გარს გეხვევა თოლიების ულევი გუნდი,

თეთრ ფანტლებში სუფთას, წმინდას გახვევს ეგ ზეცა,

მეუბნები რომ მალე მნახავ, მწყურიხარ თუკი,

მე კი არ მჯერა!

სიყვარულისთვის განა რამე არსებობს ფერი?!

ყველა ყვავილში ის პოულობს წიაღს და მადანს,

და როგორც ბავშვი, დიდ ფოჩიან კანფეტებს, გელი,

მოვიკრებ ძალას!

6.09.2022 წელი


No comments:

Post a Comment