სადაცა ხარ, თუ გარშემო
სხვები სხივებს გაშლიან,
ოქროს კოშკი ავაშენო,
იმასაც არ მაცლიან,
ეცდებიან გაგახვიონ,
როგორც თევზი, ბადეში,
ჩემს მაგივრად დაგიკოცნონ
ე მაგ ლურჯი თვალები,
არ ვარ ყაბულს მე ამაზე,
შენთვის მზად მაქვს გალია,
და ამური ამ ეტაპზე,
ჩემი მეგობარია
მეორე ვარიანტი:
სადაცა ხარ, თუ გარშემო
სხვები სხივთმებს გიშლიან,
ბროლის კოშკი რომ აგიგო,
ირგვლივ შემოგერტყმებიან
ვით მაცდური ალები,
ჩემს მაგივრად რომ გიკოცნონ
ეგ ზღვისფერი თვალები.
მე არ დაგთმობ, თუნდ დაიქცეს,
ირგვლივ მთა და ბარია,
თვით ამურიც, ამ საქმეში,
ჩვენი მოისარია!
მაია დიაკონიძე
28.09.2022წელი
9Sofio Chelidze, ზოია ვარდოსანიძე და 7 სხვა
No comments:
Post a Comment