Friday, September 2, 2022

 ჩემში ისე დიდდები, როგორც ლაღი მდინარე,

ჩემი გულის კიდეა შენი მწვანე კალთები,

სისხლში ისე ჩუხჩუხებ, ვით არაგვი მძვინვარე,

ისე ჩამეკვრ-წამიღებ, გონზე მოსვლას არ მაცლი.

დამიდუღდა მაჭარი, მალე ღვინოდ იქცევა,

წლებმა მირეკ-მორეკეს აქოჩრილი ზვირთები, 

სანამ შენ მოხვიდოდი, ეს სხეული მიტევდა,

ახლა ზღვას შევერიო, ამისთვის მაქვს მიზეზი.


No comments:

Post a Comment