Saturday, September 3, 2022

შემოდგომა

ნაამაგარ შემოდგომას განა რამე სჯობია,

ხან ტიტების ფერი მოაქვს, ხანაც მელანქოლია,
ყვითელ ფოთლებს აშრიალებს, ბუმბულების წონიანს,
მკერდზე მძივად ჩამომკიდებს, მარჯნის, ქარვის ფოლიანტს.
შუბლი უკვე დაეცვარათ მთებს ნისლებში შეხიზნულთ,
ქარი ველზე დასეირნობს, პოემას წერს ეპიკურს,
სულში, გულში სისხლი ჩადგა ყურძნის წვენთან ნარევი,
გამახსენდა პაპაჩემი, სახენაიარევი.
ჩამოუვლის თითქოს ახლა ვაზს ოქროსფერს, ჯიშიანს,
მისი ხელით დანაწური ღვინო ძარღვში მისხია,
და ჩქრიალებს, როგორც მტკვარი, როგორც თერგი, არაგვი,
დასვენებას, გვერდზე წოლას განა ვინმეს დააცლის?!
და რუდუნით ჩავცქერივარ მიწას მრავალჭირნახულს,
ისტორიას ვწერთ და ვწერდით, ვადიდებდით ცადასულთ
ვადღეგრძელოთ ყველამ ერთად ქართლ-იმერეთ-კახეთი,
ბრწყინავს რაჭა, ბრწინავს ტაო, ბრწყინავს სამარგალეთი.






No comments:

Post a Comment