Saturday, September 10, 2022

განა მართლა?! (პატრიოტული)

განა მართლა აისია ეს ქვეყანა,

და მასავით ნაზია და ლამაზი,
ზოგან გვრჩება მოსამკელი ოქრო ყანა,
შესევია მინდვრებს ყვავი ათასი.
და სიმშვიდით რომ გვეგონა მოვდიოდით,
ვეღარ ავცდით ტალღებს შმაგს და ცოფიანს,
თუმც გმირულად ვატარებდით ჩვენს ტვირთს ოდით,
ვარდს უეკლოდ მოვკრეფთ, რატომ გვგონია.
კვლავ მომესმის წინაპრების ,,იავნანა",
,,კრიმაჭული", ..მზევ შინა" და ,,ურმული",
ღმერთო, მოგვეც ჩვენ ქართველებს ძლევის ძალა,
გვერდზე გვედგას ბადრ-ამირან-უსუპი
მაია დიაკონიძე
9.09.2022წელი
,




No comments:

Post a Comment