Monday, September 5, 2022


წუთისოფელის შვილნი ვართ ყველა,

ღმერთმა მოგვართვა მადლის ხმიადი,
მაგრამ არ ვიცი, თითქოსდა, ბედად,
მე მის საჭმელად დავაგვიანე.

უდროობამ თუ დრომ არ მაცალა,
ღვთის სიტყვა კარგად რომ გამეგონა,
წუთისოფელმა მასვა სამსალა,
და ზავი დავდე არმაგედონთან.

ვარსკვლავთბრწინვას თუ ვარსკვლავჭიატში
ცად მივაგენი ჩემთვის ღია ბანს,
და წინაპრების ნათქვამ ზღაპრებში
ღვთის გზა მასწავლა ხარმა წიქარამ.

მადლით ამევსო ტანზე ძარღვები,
როგორც ხე იგრძნობს სიცოცხლის ფეთქვას,
შორს მოვიტოვე კანიბალები,
და ჩემს სხეულში დასახლდა ზეცა.

ქარები ქრიან ჩემთვის სამოთხის,
დამილოცია ეს ჩვენი მოდგმა,
სიკეთის გზაზე სხვებს თუ ჩამორჩი,
მზე სიყვარულის ვერ დაწერ ოდას.




,



No comments:

Post a Comment