სად დაინახეთ ,,ვნების შიმშილი",
იმათ თვალებში მოჩანდა კდემა,
და ერთი ღამე, თუნდაც შიმშილის
ვერ დააოკებს ასი წლის ვნებას.
მხრებზე ეკიდათ მშვილდი, ისარი,
თქვენ არ გენახათ, იჭრიდნენ მკერდსაც,
კაცებს გეყოფათ მასზე ვიშვიში,
რომ სამოთხიდან გაგაგდოთ ევამ.
დანებებაც ხომ ღვთის მადლი არის,
თუ აღასრულებთ ზეციურ ნებას,
ქალი, თქვენივე შთამომავალი,
ხომ აგრძელებდა მათში თქვენს გენსაც.
No comments:
Post a Comment