Friday, September 2, 2022

ვით ბორკილი, შემომემსხვრა სიყვარულის ნაფაზები,
რა მეგონა სიყვარული, ადრე სულ არ ვაფასებდი.
ჩვენ ორ შორის, როგორც ვხედავ, მზის მდინარე გაიწელა
და მოჰყვება შენკენ მაგ გზას ცქვიტი, გამრჯე ჭიანჭველა.
მოგიტანოს და გადმოგცეს სიყვარულის დიდი ტვირთი,
იქნებ შესძლო, რომ ატარო, ღალას ასე გადამიხდი,
მაგ თვალებში ცის სილურჯე, მზის სხივები იკვეთება, 
ძველი, ნაზი სიყვარული, ვით ბავშვობა მენატრება.



No comments:

Post a Comment