მომენატრა შენთან ერთად ხეტიალი,
ფეხქვეშ როცა ყრუ ფოთლები შარიშურობს,
ცა დაგვცქერის უსაზღვრო და მადლიანი,
წვიმის წკრიალს ჩვენი გულის ხმაურს უწყობს.
მომენატრა თეთრი ცხენით მინდვრად ქროლვა,
მერე წვიმა, შეფარება... ფერად ტყეებს,
იმ მზეს, იმ ცას ალბათ სულ სხვა ხიბლი ჰქონდა,,.
მინდა ნაზი მოგონება სულ თან მდევდეს.
და შენც, კარგო, ისევ ჩემთან ერთად იყო,
ხმიანებდეს წვიმა ურჩი ჩვენს ნაზ მხრებზე,
ჯადოსნური სილამაზის ის ტყეც გვიხმობს
და ნუ გამცემ ახლა პასუხს ალალ-ბედზე.
No comments:
Post a Comment