Sunday, September 11, 2022

სანამ სულში კიდევ გვაქვს...

 სანამ სულში კიდევ გვაქვს სიყვარულის ნაფლეთი,

სანამ ბნელში ციმციმებს უწმინდესი სანთელი,

სანამ კიდევ ცას სწვდება სწავლის შუქით იყალთო,

სანამ კიდევ გარეჯში ბერნი სხედან წირვადო,

სანამ კიდევ სისხლი ჩქეფს ჩვენი გულის არეში,

და ჩვენს მუზებს ზეცაში გააქვს გრგვინვა-თარეში,

მოვიზიდოთ სამყარო, ღვთის ნათელი ვაჩუქოთ,

გვითხრას ტუჩზე ღიმილით: ,,იდღეგრძელე, ქართველო!",






No comments:

Post a Comment