შენი თვალები - ორი კოცონი,
ზესიტკბოება ცამდე აწვდილი,
სიამოვნების ზღუდე-გოდოლით.
ვმხიარულობდით, თავს დაგვნათოდა
ვარსკვლავიანი ზეცა ჩარდახად,
ბყნება თითქოს პატარძალობდა,
რა დრო გასულა... ახლა სადა ხარ...
მაშინ ვერ მივხვდი, რისი თქმა გსურდა,
ახალგაზრდული გწვავდა სურვილი,
და გაიცრიცა ის ღამე სულ მთლად,
როგორც გენერლის ძველი მუნდირი.
ვით დაივანე მცხუნვარე მზეზე,
მარადისობის ფითრის ღრუბლებად,
მე შენს ნაკვალევს ამაოდ ვეძებ,
მხოლოდ წარსული მესაუბრება.
No comments:
Post a Comment