ციკლიდან : ,, სალაღობო "
მ ე ბ უ ზ ღ უ ნ ე ბ ა ! 1. არ მინახავხარ ზ ა ფ ხ უ ლ ი ს მერე, კარს შ ე მ ო დ გ ო მ ა მომადგა ისე, ხან მხიარული ლექსები ვწერე, ხან დარდის ქარი ჩუმ სევდას მისევს. 2. თუმცა შორსა ხარ... თან ისე ახლო, ნდომის მერანი დრომ ვერ ალაგმა, შენ ჩემი ს უ ლ ი ს ოცნების ს ა ხ ლ ო, უნდა ამიხსნა ს ო ფ ლ ი ს ქარაგმა. 3. ყველას გვაქვს ც ო დ ვ ა, – დ ი დ ი თუ მ ც ი რ ე, ღვთიურ ძალას ჰფლობ, ეს უკვე მჯერა, სუყველა როგორ გადაიბირე: ჩემი ს ი ნ დ ი ს ი, ს მ ე ნ ა თუ მ ზ ე რ ა! 4. ზაფხული გიხსნით საკინძის ღილებს , გარს მეცხრე ტალღად ტორტმანობს ვნება... თვალს რომ ვაყოლებ გვერდით ჩავლილებს, სინდისი... შენზე მ ე ბ უ ზ ღ უ ნ ე ბ ა! ელგუჯა ციგროშვილი ქ. თესალონიკი, 1. 09. 2022 წელი
No comments:
Post a Comment