ასე მგონია, არ გჭირდები და აღარ მიხმობ,
ჩემი ტკივილით გომბორს იქით შეძრულან მთები,
რომ დამივიწყო, ვით სიზმარი, ამასა ცდილობ
და არ გეგონოს ეს ადვილი, ძნელია, ძნელი.
თავს შეგახსენებს წყაროს თავთან ჩემი სიცილი,
შავი შაშვი რომ ნაზი ხმებით აჭახჭახდება,
მოგესალტება სამოთხური ტკივილი ძველი
და მოგინდება ადამივით ევას გაგება.
ქალს რომ გაუგო, განა არის ასე ადვილი,
როცა ეშმაკნი ჯოჯოხეთში თავებს იმტვრევენ,
და რომ მოსინჯო, შეამცირო ჩემთან მანძილი,
დაგებედები ხელუხლებელ, ხალას სიკეთედ.
აღარ ვიქნები, სიცოცხლესაც ხომ გასდის ყავლი,
თუ არ ეფერე, თუ ჭრილობებს აღარ უწამლე,
ნუღარ მოაყრი ჩემს იარებს უფრო მეტ მარილს,
თუკი წახვედი, წასვლას ნუღარ დააგვიანებ.
No comments:
Post a Comment