იქნება გიჭირს ამ ტვირთის ზიდვა,
ხარივით მძიმეს ეწევი უღელს
და ფიქრობ, ღმერთმა რაზედ გაგწირა,
უფრთხოდი ავს და მიწიერ ცოდვებს,
ნაოცნებარი ქარიშხალს მიაქვს,
ამღვრეულია უძირო ზეცა,
და რაღა გრჩება სამზეოს შიგან,
პოეტის ლირით დარჩენილს კენტად.
სულის სიმებზე დაუკრავს ქარი
და გულს გაულხობს გაყინულ ლოდებს,
დასასრული ხომ კეთილი არის,
თუ ვაჟკაცურად გაუძლებ ლოდინს.
No comments:
Post a Comment