რა მაგნიტით მიმიზიდე,
შევიცვალე ამპლიტუდა,
მხოლოდ შენი მწამს და მჯერა
და სასჯელი იყოს თუნდა.
არ დავეძებ, ზღვაშიც გავალ,
დავიხურავ ზეცას ქუდად,
მაგ თვალების ლურჯი ტბიდან
წყალი შევსვა, ჩემო, უნდა.
გავეკიდე ია;ლქნიან
გემებს, გაიოლდა სუნთქვა,
რა ძალებით მიმიზიდე,
შევიცვალე ამპლტუდა.
No comments:
Post a Comment