Thursday, September 1, 2022

გვიანი არის,

.გვიანი არის!

გვიანი არის, შემოდგომა მომადგა კარზე,
ალისფერ გრძნობებს თბილ გულზე მახვევს,
ჩამავალი მზის მეკიდება სხივები ტანზე,
და ვემსგავსები დანთებულ სანთელს.

ვიწვი და ირგვლივ იფანტება ცეცხლი და სითბო,
მინდა მას მივცე, ვინაც ამას ეძებს და ითხოვს,
რატომ ენთება ნეტავ ყველა სანთელი თითოდ,
სხვებს რომ ვაჩუქოთ ცოტა სითბო, ვარსებობთ მიტომ.

რომ არ ჩამორჩეს სადმე ცხვარი მშობლიურ ფარას,
რომ გავუნათოთ გზასავალი მხეცსაც და კაცსაც,
რომ ვერასოდეს მოერიოს სინათლეს ბნელი,
ქვეყნად დავტოვოთ სიყვარული გულების ცეცხლით.
მაია დიაკონიძე
1.09.2022წელი





No comments:

Post a Comment