ცაზე არ ენთოს ჩემი ვარსკვლავი,
ვიღაცა იტყვის: ,,იყო, არ იყო,
ამქვეყნად იყო მზეთუნახავი,
იყო ტყვედქმნილი ზღვისპირა კოშკში,
სარკმლიდან ოქროს დალალებს ყრიდა,
სურდა ეპოვა თავისი სწორი,
და რომ იპოვა, აღმოჩნდა გვიან.
მცირე იმედი გაბრწყინდა თვალში,
სითბო და მადლი დიოდა ზღვიდან,
ზეცა განათდა ღვთიური ძალით,
.ოქროს დალალი დაუშვა მხრიდან.
No comments:
Post a Comment