ციკლიდან: ,,ს ა ტ რ ფ ი ა ლ ო"
(გადმოცემის თანახმად, ამორძალთა ტომის ქალებს უფლება ჰქონდათ, ბრძოლის შემდეგ, ტყვე მამაკაცებიდან აერჩიათ ერთი და მასთან მხოლოდ ერთი ღამე გაეტარებინათ... ამიტომაც იბრძოდნენ ასე თავგამოდებით, რომ რაც შეიძლება ლამაზი ტყვე მამაკაცი ჩაეგდოთ ხელში)
ქალებს უხდებათ
ა მ ო რ ძ ა ლ ო ბ ა!
1. წარსულთან გავდე ოცნებით ხიდი,
ხიდი გაივსო ა მ ო რ ძ ა ლ ე ბ ი თ...
მათ მამრის მტრებად არასდროს ვთვლიდი,
რადგან გვიცქერდნენ ,,მშიერ თვალებით".
2. ისტორიისას გავცქერ სისხლის კვალს,
ბრძოლის ყიჟინის ჩამესმის ხმები,
შევერკინები ყველა ა მ ო რ ძ ა ლ ს,
ბრძოლას დავუთმობ და ... დ ა ვ ნ ე ბ დ ე ბ ი!
3. მერე იქნება ალერსით თრობა,
შუქს არ მოგვაკლებს ვარსკვლავთ კრებული,
იმ ე რ თ ი ღ ა მ ი ს მეყოფა ტ რ ფ ო ბ ა,
დაე , მეძახონ ,,დ ა მ ა რ ც ხ ე ბ უ ლ ი"!
4. საოცარია ბედის წყალობა,
როს ბედისწერას წარმართავს ვნება...
ქ ა ლ ე ბ ს უხდებათ ა მ ო რ ძ ა ლ ო ბ ა, –
თან გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა, თან დ ა ნ ე ბ ე ბ ა!
5. თუნდ ჩაეთვალოთ დღემდე ვალებში,
აკრძალული რომ შეჭამეს ხ ი ლ ი...
ღ მ ე რ თ ო ! იმას გთხოვ: – ქალის თ ვ ა ლ ე ბ შ ი,
არ დამანახო ვნების შ ი მ შ ი ლ ი!
ელგუჯა ციგროშვილი
თესალონიკი, 2.09. 2022 წელი
No comments:
Post a Comment