სიმღერა
ჩემი გრძნობა ბნელში იწვა...,
ვარსკვლავები კრთოდნენ ცაში,
შენ რომ შემომხედე მაშინ.
შენს საუბრებს უჩვეულოს
განა გავცვლი რამე სხვაში,
გამალაღე, გამაცინე,
როცა გნახე, კარგო, მაშინ.
რომ გიყვარვარ, მწამს და მჯერა,
,,შენ გეტრფიო", მესმა ქარში,
მინდა შენთვის მომაფერა,
თითებს გიცურებდე თმაში.
შენი ხმა რომ აღარ მესმის,
როგორც მთვარე, ვიკლებ ზრდაში,
სულზე თუ არ მომისწარი,
ვეღარ მნახავ, ვაჟო, მაშინ.
მაია დიაკონიძე
11.09. 2022წელი
No comments:
Post a Comment