Saturday, September 3, 2022

შენ ხარ ვენახი! (შემოდგომური), ავტ, ელგუჯა ციგროშვილი

შენ ხარ ვენახი! (შემოდგომური)

1. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! ვარ არ ამყოლი მოდის,
შენი ტრფობა გულში აღარ ჩაქრა...
და შენ მიხმობ: – ,, დ ა მ კ რ ე ფ ა ვ ო როდის?
თვით მ ზ ი ს თ ვ ა ლ ი ჩემში დაიშაქრა."
2 . მსურს სასრული დავუყენოთ ლოდინს,
რადგან ვიცი უსასრულოდ მელი ...
ხმა ჩამესმის, - დამწურავო როდის?
სავსეაო შენი საწნახელი!
3 . ჩემს ხმას მოჰყევ, არ უსმინო ქადაგს,
მოლოდინში მეც ვაზივით ვტირი,
დამწურე და გასმევ ისეთ ბადაგს,
სხვას არასდროს დააკარო პირი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
2. 10. 2021 წელი

No comments:

Post a Comment