Thursday, July 1, 2021

სონეტისმაგვარი (სატრფიალო)

 როგორც ხანძარი ანადგურებს ტყეებს და მინდვრებს,

სახლებს, საქონელს, ადამიანს უპოვრად ტოვებს,

ასე ტრფიალი ანადგურებს ამაყ გულებსაც,

თვით ხელმწიფეთაც, დიდი განძის, სიმდიდროს მქონეთ.

და იმ მინდორზე, გადაივლის სადაცა ცეცხლი, 

ყანაც არ ხარობს, მოსავალს ჩვენ ნუღარც კი ველით,

გამოფიტული რჩება გულიც, ხმელი ტოტივით,

სამარადჟამოდ განწირული მიჯნურის ხელით.


ვისაც რომ უნდა სიყვარულის ტრფიალმა დაწვას, 

მაშ, მოემზადოს, მოიკრიბოს სიბრძნე და ძალა,

უსუსურთათვის დამითმია ძილი და ჭამა.







No comments:

Post a Comment