Friday, July 2, 2021

შენ, ქარიშხალო! (ელგუჯა ციქროშვილის კომენტარებით)

 შენ, ქარიშხალო, დაივანე თურმე ჩემს სულში,

ომგადახდილი მეომრების ჩამიდგი ჟინი,
ვერ წავუვედი მე ვერსაით ამ წვას და ვნებას,
მეგონა უკვე დამთავრდაო, ის კი არ მიდის.
ამომეტვიფრა უკვე გულში ნაპრალ-ღარები,
უამათოდაც იყო გული განაწანმები,
ნუთუ არ წახვალ, სიყვარულის დარდო და სევდავ,
თუ არ დაყვები ჩემს სურვილს და უფლისა ნებას,
ამოვიგლიჯავ ამ წყეულ გულს, უგულოდ ვივლი...
მაია დიაკონიძე

ელგუჯა ციგროშვილი
ქ~ნო მაია !
ღმერთს მადლობა შესწირეთ , რომ მგრძნობიარე გული გაქვთ .
ვაჟა წერს ,, ბახტრიონში " :
,, მკვდარია უგრძნობი კაცი ,
უსაზარლესი მკვდარზედა ...
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა "~ო !
დალოცვილო , ეგ მგრძნობიარე და კეთილი გული რომ ამოიგლიჯოთ , თქვენც იმ უგულო , უგრძნობ და გულგრილთა სიას მიემატებით !
ეგ გული დაიტოვეთ და გაუფრთხილდით .
კეთილი გული , სიყვარულის ნავსაყუდარია . სიყვარული კი , როგორც იოანე მახარებელი გვასწავლის , ~ ,, თავად ღმერთია და ვინც უსიყვარულოდ რჩება , უღმერთოდაც რჩება და პირიქით , ~ უღმერთოებს არა აქვთ სიყვარული !"

No comments:

Post a Comment