Thursday, July 1, 2021

შარა-შარა იკეცება გზები (სატრფიალო)

 შარა-შარა იკეცება გზები, 

დასასრულიც ვხედავ არის ახლო,

მაგრამ მაინც რომ მიყვარხარ, მზეო,

გნატრობ,  გდარდობ, მინდა დაგინახო.

შენ მოგყვები, შენს კაშკაშა სხივებს

შემომავლებ, შენ გიყვარვარ მხოლოდ,

გული მაინც ინავლება, კვნესის,

განშორება არის მაინც  ბოლო.





No comments:

Post a Comment