მე თქვენში მიყვარს პატარა ბიჭი,
ზღაპრებში თავის გმირებთან ცხოვრობს,
თქვენ, ალბათ, ჩემში პატარა გოგო,
მეფის ასული, შველას რომ მოგთხოვთ,
და იმ ზღაპრებში შევხვდებით ერთურთს,
ბაყბაყდევისგან დამიხსნით გმირი,
მე თქვენში, ბავშვის სიწრფელე მომწონს,
არასოდეს რომ არ ხუნდება, მიდის.
No comments:
Post a Comment