Saturday, July 3, 2021

სხვანაირად მიყვარს (სატრფიალო)

ქროლვა-ქროლვით ჩაიარეს წლებმა 
და ჩემს გულში ქარიშხალიც ჩადგა,
ახლა ვგრძნობ, რომ სხვანაირად მიყვარს,
სხვანაირად სულში ჩამისახლდა,
ის არა ჰგავს გაზაფხულის კვირტებს,
არც იმ ქუხილს, წარღვნას თან რომ ახლავს,
ლოტოსივით გაღვიძებას იწყებს,
თეთრი, წმინდა და არაფერს არ ჰგავს.

No comments:

Post a Comment