Friday, May 12, 2023

ქეთევან დედოფალს!

ქეთევან დედოფალს!


ნეტავ ასეთი რა სევდა დაგყვა,

ქცეული ნაცრად, უდაბნოს ქვიშად,

შენ გცემდა ქვეყნად სუყველა თაყვანს,

ელოდებოდი უფალთან მირქმას.

შენს მკერდში ფეთქდნენ ლურჯი იები,

სამოსელი ხომ დედოფლის გერგო,

და უსაყვარლეს ზეციურ სასძლოს,

შენივე სისხლის გასინჯეს გემო.

ცად გაიტაცა შორეთში ქარმა, 

შემოძარცვული  სხეულის სითბო,

ნამის წვეთებად ზეცას რომ აჰყვა

და დღემდე გულებს იმედით გვითბობს.

ნეტავ ასეთი რა სევდა გერგო,

მარტო შენ არა, ჩვენც მოგვცა ღმერთმა,

რისიც ვერ შევძელთ ჩვენ გადატანა,

გადაიტანე შენ ერთადერთმა.

27.01.2023 წელი

No comments:

Post a Comment