Sunday, August 1, 2021

როგორ მიყვარხარ, თვითონ არ იცი

 როგორ მიყვარხარ, თვითონ არ იცი,

როგორ მტანჯავ და როგორ მაწამებ,
მე უშენობა ტანზე მოვიცვი,
მე უშენობა გულით ვატარე,
როგორ მიყვარხარ, თვითონ არ იცი,
გადავუარე ფრენით ქარაფებს,
ჩემთვის შემოკლდა დროც და მანძილიც,
ახლა სიკვდილი მესვრის ქამანდებს.
მაია დიაკონიძე
1.08.2021წ.

No comments:

Post a Comment