Sunday, August 1, 2021

მიპატიჟება ღამის პაემანზე (სალაღობო)

მიპატიჟება ღამის პაემანზე 
(სალაღობო)

გელოდები, მუხის ძირში, სანთელი არ დაგავწყდეს,
იქ რომ დიდი კუნძებია, იქ გაგიშლი სუფრას მცირეს,
წამოგიღებ ხილს უთუოდ და თან გული რომ არ დაგწყდეს,
ამ ჩემს გულსაც წამოგიღებ, შენი სიყვარულით სავსეს.
თან მეცმევა ფარჩის კაბა, ზურმუხტ-ლალით  მოფენილი,
თავს გვირგვინი დამიმშვენებს, ალმასებით მოჭედილი,
სადედოფლო ქოშით, იტყვი, ტყეში ნეტავ როგორ ივლი,
კი არ ვივლი, მოვფრინდები ოცნებებით, შენზე ფიქრით.


,ფხოველის პაემანი .
1 . მუხის ძირას , ბ ნ ე ლ შ ი მელი , სატრფიალოს უკრავს ქნარი ... გამოვიბი მუხლი მგელის , პაემანზე მოვიჩქარი . 2 . საკინძეზე დავწყვეტ ღილებს , შემოგაძრობ ყვავილთ კაბას , დავაფეთებთ ღამის ჩრდილებს , მოგახურებ ვნების საბანს . 3 . ბნელში გკოცნი , გამორჩეულს , მუდამ უფრთხის ტრფობა ნათელს ... მ უ ხ ი ს ტანზე , შენს თ ე თ რ ს ხ ე უ ლ ს , ზედ მივაკრავ როგორც ს ა ნ თ ე ლ ს ! 4 . დაგიკოცნი მაცდურ კერტებს , მამრის მძაფრი გახელებით , მთელ ს ა კ ა ც ე თ ს გავიმეტებ , რომ შეგეხოს სხვა ,~ ხ ე ლ ე ბ ი თ ! ელგუჯა ციგროშვილი . ქ . თესალონიკი . 1 . 08 . 2021 წელი .
 

No comments:

Post a Comment