მისტირის კაცი წუთებს და წამებს
და იმას ქალი რომ არის სხვისი,
მაგრამ თვითონაც როგორცა ვხედავთ
ცოლის წინ დახტის ვით მარდი კვიცი.
ლომიც ხან ჯუნგლებს მისტირის,
ხან ცირკში დახტის რგოლებში,
მგონი თავის თავს დასტირის ,
რომ არ უმართლებს ცოლებში..
კაციც რომ დახტის კვიცივით,
მჭრელი იქნება ცელივით,
რომ არა ცოლთან ღლიცინი,
იქნება ჯაგლაგ ცხენივით..
ცოლის წინ მოღლიცინე ქმაარს
მაინც აქვს სულ სხვა იარლიყი,
რა ვქნა არ მიყვარს ეგეთი,
თუ სხვასთან უნდა არშიყი,
წადი, მაშინ ცოლს მიხედე,
ნუღარ ხარ სხვისი აშიკი.
ის ცელიც დაგიბლაგვდე,
სხვასთან მოგივა შაკიკი.
ცოტაც ხანდახან ბევრდება,
ნუ ახდი ყველაფერს ფარდას,
"ამ ქვეყნად სულ ყველა ბერდება,
ლამაზი ზღაპრების გარდა"
ცელსაც დროება აბლაგვებს,
ცოლსაც და ცოლის ნაირს,
რად მესვრი ახლა მე ამ ქვებს,
მეგონა ვწერდით შაირს
ასეა, ყველა ბერდება,
ტრფობის და ზღაპრის გარდა,
ისინი თამაშგარეა,
დროს და მანძილებს ასცდა,
კი, ცელიც მალე ბლაგვდება,
ცოლიც და მისი ტოლიც,
ყავლი არ გასდის სიყვარულს,
ის ღმერთის არის ტოლი.
სიყვარული არრა არის,
ტრფობა--ვნების გარდა,
როცა გული ღია არის,
"ზნაჩიტ" ცელიც ვარგა,
ხოდა მანამ დავბერდებით,
ვიქცეთ ვნების მონად,
თორემ როცა დავცურდებით,
თუნდ დამადნე ქონად.
სიყვარული სხვა რამეა, არა მარტო ვნება,
ის ღრუბლებში დაფრინავს და კოსმიურ ველს სცდება,
ცელის შოვნა, მეგობარო, სულ არ არის ძნელი,
მხოლოდ ნამდვილ სიყვარულზე არ იცვლება ცელი.
აგრე ადვილად ძვირფასო, არავის არ დავნებდები,
გამოვცლი ახლა სირჩასო,
მომეძალება ვნებები,
აღელვებული შაგკრავ და,
გეტყვი მაიკო, მნებდები?
სიმწრით გულს მჯიღებს დაჰკრავ და,
ჩურჩულით მეტყვი: გნებდები.
მიყვარს როცა მნებდებიან,
მაგრამ არა ძალით ბახუსის,
არ უყვარხარ, ისე მოდის,
დაისწავლე კაზუსი,
სიყვარული, ჩემო კარგო,
გრძნობა არის ფაქიზი,
არ უყვარხარ, არც გინდოდეს,
ტყვე არ გახდე ხაზინის.
ვახ, ვახ ამას რას ვხედავ,
მოძალადეც გავმხდარვარ,
თურმე სასმელში ვჭედავ,
კაცი სულ მთლად წავმხდარვარ
ვახ ვაახ ეს რა შარში ვარ,
ჩივილს ხომ არ რომ მიპირებ,
შენგან ორპირ ქარში ვარ,
მე უშენოდ... ვიტირებ.
მოძალადე ვინ გაკადრა,
ეგ მე არც მიფიქრია,
რჩევვას გაძლევ, სიყვარული,
განსჯაა და ფიქრია,
თუ კი მხოლოდ ვნებას ელტვის,
აქ ქალების რიგია,
ცოტას თუ კი გადაიხდი,
ქალს იშოვი რიგიანს.
და ვინ გითხრა რომ ქალს ვეძებ?
ან ურიგოს ან რიგიანს,
და ამ საკითხის შესახებ,
ხმას დავმალავ რიხიანს,
მოკლედ მაინც ვერ ავხსენით,
რომელი სჯობს ტიალი,
მოდი გული გამიხსენი,
ვნება სჯობს თუ ტრფიალი.
ვნებას თავის ადგილი აქვს,
არც ეგ არის ურიგო,
მაგრამ ტრფობას თუ კი ერწყმის,
მზეს შესწვები ურიგოდ.
მიტომ ვხედავ ცოლიანებს
უჭირთ მზესთან შეხება,
მაშინ ცოლი შეიყვარე,
სხვა შენ აღარ გეხება.
სწორედ მაგას გეუბნები,
ტრფობის შესვი მათარა,
ღმერთმა ცოლიც დაგილოცოს
და ეგ შენი პატარაც,
ცოლი გყავდეს როგორც ღმერთი,
სხვა გზით ნუღამც გატარა.
სტროფში ხშირად ცოლს ახსენებ,
მიჭირს სიტყვის არჩევა,
ჩვენ ვშაირობთ, თუ ვერთობით,
თუ პირადის გარჩევაა?
ყველას თავის ადგილი აქვს
მე სხვის ქმარს არც ვახსენებ,
ცოლის ნერვები სადღა მაქვს,
ან ცოლი სად ვახსენე?
ცელი უფრო მჭრელი არის,
თუ ღლიცინობ ცოლის წინ,
შენ არა თქვი, თუ არ წერდი,
შენ, ძვირფასო ამის წინ,
აბა, მე ახალი რა ვთქვი,
ანდა რაა პირადი,
ჩვენ ვშაირობთ, შენს ცოლს
ერქვას მზია, ჩემსას -გენადი,
პირადებში არ ვერევით,
ლექსები ვთქვათ ფერადი.
მე ჩემს თავზე არც რა მითქვამს,
ზოგადად ვთქვი ვითარც აღთქმა,
თუმცა ცელი სხვასთან რომ სჭრის,
არც იყოს და არცა ვთქვა?
შენს ქმარს ერქვას დაე გენადი,
მე სხვა რამ მწვავს, ცეცხლის ალი,
დროულ იყოს და შველადი,
მზია არა, იყოს ლალი.
ღმერთმა მოგცეს სიყვარულის
ცეცხლიც,, ტრფობაც, ვნების ალიც,
სულ ერთია ვინ იქნება,
მზია, ნინო, თუნდაც ლალი,
შველა ნამდვილად გჭირდება,
რომ იპოვო შენი ცალი,
ღმერთს თუ სთხოვე დახმარება,
მოგაშველოს იქნებ ქალი.
აი შაირიც ამას ჰქვია,
არ დამინდე მოკლედ არა,
უქალო კაც დამარქვი და
მატრიალე თავზე ჯარა,
და არადა შენ დაიწყე,
შევეკითხოთ თუნდაც ყველას,
თუ ჯიბეში ხელს ჩავიწყებ,
ვიღას მოსთხოვ მერე შველას.
ჯიბეებში ხელს რომ იწყობ,
მე ეჭვები გამიმყარე,
შაირობა თუ არ გინდა,
მერე გეთქვა, ბიჯო, მალე,
თავს აღარ შევიწუხებდი
აღარც სიტყვით, აღარც რითმით,
უსაქურად ჩვენს ბაღებში
კი წევს ლაღად ქორფა კიტრი.
No comments:
Post a Comment