Monday, August 2, 2021

ფხოველის პაემანი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ფხოველის პაემანი .

1 . მუხის ძირას, ბ ნ ე ლ შ ი მელი, სატრფიალოს უკრავს ქნარი... გამოვიბი მუხლი მგელის, პაემანზე მოვიჩქარი. 2 . საკინძეზე დავწყვეტ ღილებს, შემოგაძრობ ყვავილთ კაბას, დავაფეთებთ ღამის ჩრდილებს, მოგახურებ ვნების საბანს. 3 . ბნელში გკოცნი, გამორჩეულს, მუდამ უფრთხის ტრფობა ნათელს... მ უ ხ ი ს ტანზე, შენს თ ე თ რ ს ხ ე უ ლ ს, ზედ მივაკრავ როგორც ს ა ნ თ ე ლ ს! 4 . დაგიკოცნი მაცდურ კერტებს, მამრის მძაფრი გახელებით, მთელ ს ა კ ა ც ე თ ს გავიმეტებ, რომ შეგეხოს სხვა, - ხ ე ლ ე ბ ი თ! ელგუჯა ციგროშვილი . ქ . თესალონიკი . 1 . 08 . 2021 წელი .

No comments:

Post a Comment