Monday, August 2, 2021

მე შენ გელოდი (სატრფიალო)

მე შენ გელოდი

მე შენ გელოდი, შენც მოხვედი, 
მდუმარე ვეფხვი,
და დამიკოცნე ტუჩი ლალის, 
კისერი, მკერდი,
შენი ხელები გახელებით 
მოედო სხეულს
და უმკურნალა ჩემს სულს, ფერხდილს, 
ნაზსა და სნეულს.
მე შენ გელოდი, შენც მოხვედი, 
იმ ერთი ღამით,
და დაიღვარა ჩემში ნაზი 
ნაკადი მთვარის,
ჩემში შემოსულ შენს სხეულში 
დავრჩები მარად,
როგორც შენ ჩემში უსასრულო 
სევდად და დარდად..
მაია დიაკონიძე
2.08.2021 წელი

No comments:

Post a Comment