Monday, August 2, 2021

პირიმზეს მონატრება ( ფშაურ კილოზე ) ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 პირიმზეს მონატრება .

( ფშაურ კილოზე .)
1. მე შენ სულ მენატრები,
გეტრფი თავდავიწყებით;
ჩემთვის არა მთავრდები,
ჩემთვის მუდამ იწყები...
2 . დღეებია მზიანი,
მოვალ მამლის ყივილზე,
ვიცი, პირ-ნამიანი
სადაც მელი, - პ ი რ ი მ ზ ე ვ!
3 . შენს გარშემო წარმტაცი
ყვავილების ზღვა არი...
თუმც თვალს ვერვინ მამტაცებს, -
ჩემთვის ყველა სხვა არი!
4 . ასტეხენ მკითხაობას,
ჭორიკანა შტერები...
მე კი ერთი სული მაქვს , ~
როდის მოგეფერები.
5 . მაგ ბაგიდან ნამს მოვსვამ,
უკვდავების წყალივით...
და შენც მთლად გაწითლდები,-
მორცხვი პატარძალივით!
6 . მე შენ სულ მენატრები,
გეტრფი თავდავიწყებით;
ჩემთვის არა მთავრდები,
ჩემთვის - მუდამ იწყები!!!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
18 . 05 . 2016 წელი 

No comments:

Post a Comment