Monday, August 2, 2021

დღეს საღამოს ნისლია (სატრფიალო)

დღეს საღამოს ნისლია,
და წვიმებიც ტირიან,
შენთან მოსვლას ვნატრობ 
და, კარგო, არ შემიძლია,
ფანჯარასთან ვატარო 
უნდა მთელი საღამო,
იქნებ ერთხელ იელვოს, 
გაანათოს სამყარო,
თვალი მოგკრა ფანჯრიდან,
ჩემს სახლთან რომ მოსულხარ,
შემოვიცმევ ლაბადას,
დამინახავ შორიდან,
ჩავეკვრებით ერთმანთს
წვიმასა და ტალახში,
ცრემლებს შენი სახიდან 
წყლის წვეთები მალავენ,
და ტუჩები ეს ჩვენი, 
შეერთება როდესაც,
დედამიწა იძვრება,
უცებ წვიმაც მორჩება, 
ჩვენს სახეზე დარჩება 
სხივი და გაოცება.






No comments:

Post a Comment