და მიკვირს!
1 . სულ თან გდევს ე შ ხ ი
და ს უ რ ნ ე ლ ი ყვაილის,
იცი და... ზედმეტად
ამაყობ, სდიდგულობ,
შენი ს ხ ე უ ლ ი ხომ
შ რ ი ფ ტ ი ა
ბ რ ა ი ლ ი ს,
უკუნეთ ღამეში
„ თ ი თ ე ბ ი თ
გ კ ი თ ხ უ ლ ო ბ! "
2 . თმის სუნი კორიდას
ხარივით მახელებს,
თვალებში სურვილის
ელვები კვესავენ...
გეძახი უამრავ ყვაილთა
სახელებს:
პ ი რ ი მ ზ ე ს,
ღ ი ღ ი ლ ო ს,
გ ვ ი რ ი ლ ა ს,
კ ე ს ა ნ ე ს!
3 . და მაინც ვერ ვიგებ,
ვინა ვარ, სადა ვარ,
არაფრით დამიცხრა
ვნებების წყურვილი...
ზღაპრული ჯ ი ნ ი ვ ი თ,
სულ მუდამ მზადა ვარ,
ოღონდ აგისრულო,
თუნდ ერთი ს უ რ ვ ი ლ ი.
4 . ძ ა ლ ა ს ვგრძნობ, ციური
ზარების რეკვიდან,
სულ მინდა ო ც ნ ე ბ ი ს
კ ო შ კ ე ბ ი ს შენება...
და მიკვირს, ამ ჩემი
უბრალო ნ ე კ ნ ი დ ა ნ, -
ვით შეგქმნა უ ფ ა ლ მ ა
ასეთი მ შ ვ ე ნ ე ბ ა?!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 07.07.2017 წელი.
No comments:
Post a Comment