Tuesday, August 3, 2021

დავიწყება, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 დ ა ვ ი წ ყ ე ბ ა!

1 . შემომეფეთე უცხო ცის
ქვეშ და მზერა მწველი,
ჩამოგაყოლე საკინძეზე, -
ჩახსნილ ღილამდე...
მე გამახსენდა ის შეხვედრა, -
თავდაპირველი,
ხ ა ტ ო ბ ა მთაში...
ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ე ბ ი ს
დ ა თ ვ ლ ა დილამდე!
2 . მხურვალე კოცნა და ფერება
ლ ე ქ ს ე ბ ი ს ფონზე,
როცა ცალ ~ ცალკე ორივ
ცდილობს თავმოწონებას,
როდესაც არც ერთს არც უნდა,
რომ მოვიდეს გ ო ნ ზ ე,
რადგან არც გ რ ძ ნ ო ბ ა არ
მორჩილებს ამ დროს გ ო ნ ე ბ ა ს!
3 . თ ვ ა ლ ე ბ მ ა იცნეს ერთმანეთი ...
ისე, ვით მ თ ე ბ შ ი,
მოწყურებულად შევაწებეთ
ერთ-ურთს ბ ა გ ე ნ ი,
მოვჩხრიკე, მაგრამ ... ჩემი
ხ ს ო ვ ნ ი ს ლაბირინთებში,
შენს ლამაზ ს ა ხ ე ლ ს,
სამწუხაროდ ვ ე რ მივაგენი!
4 . დ ა მ ვ ი წ ყ ე ბ ო დ ა... და
ვნატრობდი გახეთქვას მ ი წ ი ს,
ყველა ს ა ს ჯ ე ლ ი ს
მიღებაზე ვიყავ თანახმა;
გიგრძვნიათ, ალბათ, ს ხ ე უ ლ ი
რომ ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი თ ი წ ვ ი ს
და... გ ე ზ ი ზ ღ ე ბ ა თ
საკუთარი თ ა ვ ი ს დანახვა!
5 . ვიდექი ჩუმად... და
ვიდრემდის ვიტყოდი რამეს,
მექეცი მხსნელად, ს ი ტ ყ ვ ა
ისევ შენ დამასწარი:
,, მე ი ს ა ვარო, ერთხელ,
მ თ ა შ ი, მთვარიან ღ ა მ ე ს,
ჭ რ ი ჭ ი ნ ო ბ ე ლ ა ს
ს ო ლ ო კ ო ნ ც ე რ ტ ს
რომ დ ა მ ა ს წ ა რ ი! "
6 . ,, მ ა ხ ს ო ვ ს ო ," - ვთქვი და
სიმწრისაგან ბ ა გ ე გ ა მ ი ხ მ ა...
( ასეთ დროს ქ ა ლ ი, კ ა ც ზ ე
მეტი დ ი პ ლ ო მ ა ტ ი ა, )
შ ე ნ ს ჭ ი კ ჭ ი კ ე ბ დ ი
მხიარულად, თუმც
თ ვ ა ლ ე ბ ს მიღმა, -
ცხადად ვ ხ ე დ ა ვ დ ი,
დ ა ვ ი წ ყ ე ბ ა
ა რ მ ე პ ა ტ ი ა!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .

No comments:

Post a Comment